понедельник, 5 февраля 2018 г.

პირველი მეცადინეობა

მიმდინარე წლის 2 თებერვალს სსიპ ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის რუსული ენის წრის «Любители русского языка» პირველი შეხვედრა თემაზე: „საწრეო  მიზნებისა  და ამოცანების გაცნობა“.
         ეს დღე იყო მოსწავლეთათვის საკმაოდ შთამბეჭდავი. მათ გამოხატეს მოლოდინები  რუსულ ენაში საინტერესო მოგზაურობის, მომავალი საინტერესო მუშაობი, კითხვისა და მეტყველების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესახებ.

        მოსწავლეებს გავაცანი წრის სამოქმედო გეგმა,  ერთობლივად შევიმუშავეთ ქცევის წესები. გავაცანი მათ გეგმის მომდევნო თემა: „რატომ უნდა ვისწავლოთ რუსული ენა“, რომ ჰქონდეთ მზაობა. მათ მიეცათ დავალება ინტერნეტსივრცესა თუ წიგნებში მოიძიონ შესაბამისი მასალები შემდგომი მეცადინეობის საინტერესოდ წარმართვის მიზნით.


Комментариев нет:

Отправить комментарий