пятница, 9 февраля 2018 г.

             2018 წლის 9 თებერვალს  შედგა წრის მეორე მეცადინეობა „რატომ უნდა ვისწავლოთ რუსული ენა“, რომელზეც შექმნილი იყო კეთილგანწყობილი გარემო. მუშაობა დაიწყო მოსწავლეთა პროვოცირებით. მათ ნახეს რუსული ფილმის ნაწყვეტი და  სრულად ვერ შეძლეს შინაარსის გაგება. კითხვაზე „რატომ უნდა ვიცოდეთ რუსული“ მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად გამოხატეს ვარაუდები, რატომაა მათთვის მნიშვნელოვანი აღნიშნული ენის შესწავლა, აქტიურად თანამშრომლობდნენ, ეხმარებოდნენ ერთმანეთს აზრის გაგებასა და   სწორად წარმოთქმაში. მათ მოძიებული ჰქონდათ გამონათქვამები რუსულ ენაზე. ერთმანეთის, ლექსიკონისა და მასწავლებლის დახმარებით ახდენდნენ მნიშვნელობის განმარტებას, მუშაობდნენ გამომეტყველებით კითხვაზე. სამწუხაროდ ვერ მოესწრო დაგეგმილი  მეცადინეობის ამსახველი გაზეთის გამოშვება, რადგან დიდი დრო დასჭირდა მეტყველების დახვეწას. ისინი ამ აქტივობას  შეასრულებენ მომდევნო მეცადინეობის დასაწყისში.  



Комментариев нет:

Отправить комментарий