пятница, 23 февраля 2018 г.

23.02.2018


შეხვედრაზე მოსწავლეებმა მოისმინეს წევრების მიერ წაკითხული ლექსები. მოსწავლეთა და მასწავლებლის დახმარებით გასწორდა მეტყველება, იყო პოეტური გარემო, ბავშვებმა ჩაწერეს და მოისმინეს მათ მიერ წაკითხული ლექსები, იმსჯელეს შესრულების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

пятница, 16 февраля 2018 г.

16.02.2018


შეხვედრაზე მოსწავლეებს შეექმნათ ლირიკულ ნაწარმოებზე წარმოდგენა, გაიაზრეს მისი მნიშვნელობა მოსწავლეებმა შეარჩიეს ლექსები რუსულ ენაზე, იმუშავეს ერთმანეთის,  ლექსიკონის და მასწავლებლის დახმარებით ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე, წაიკითხეს ლექსები, გაიგეს მათი შინაარსობრივი მხარე.

пятница, 9 февраля 2018 г.

             2018 წლის 9 თებერვალს  შედგა წრის მეორე მეცადინეობა „რატომ უნდა ვისწავლოთ რუსული ენა“, რომელზეც შექმნილი იყო კეთილგანწყობილი გარემო. მუშაობა დაიწყო მოსწავლეთა პროვოცირებით. მათ ნახეს რუსული ფილმის ნაწყვეტი და  სრულად ვერ შეძლეს შინაარსის გაგება. კითხვაზე „რატომ უნდა ვიცოდეთ რუსული“ მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად გამოხატეს ვარაუდები, რატომაა მათთვის მნიშვნელოვანი აღნიშნული ენის შესწავლა, აქტიურად თანამშრომლობდნენ, ეხმარებოდნენ ერთმანეთს აზრის გაგებასა და   სწორად წარმოთქმაში. მათ მოძიებული ჰქონდათ გამონათქვამები რუსულ ენაზე. ერთმანეთის, ლექსიკონისა და მასწავლებლის დახმარებით ახდენდნენ მნიშვნელობის განმარტებას, მუშაობდნენ გამომეტყველებით კითხვაზე. სამწუხაროდ ვერ მოესწრო დაგეგმილი  მეცადინეობის ამსახველი გაზეთის გამოშვება, რადგან დიდი დრო დასჭირდა მეტყველების დახვეწას. ისინი ამ აქტივობას  შეასრულებენ მომდევნო მეცადინეობის დასაწყისში.  



понедельник, 5 февраля 2018 г.

პირველი მეცადინეობა

მიმდინარე წლის 2 თებერვალს სსიპ ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის რუსული ენის წრის «Любители русского языка» პირველი შეხვედრა თემაზე: „საწრეო  მიზნებისა  და ამოცანების გაცნობა“.
         ეს დღე იყო მოსწავლეთათვის საკმაოდ შთამბეჭდავი. მათ გამოხატეს მოლოდინები  რუსულ ენაში საინტერესო მოგზაურობის, მომავალი საინტერესო მუშაობი, კითხვისა და მეტყველების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესახებ.

        მოსწავლეებს გავაცანი წრის სამოქმედო გეგმა,  ერთობლივად შევიმუშავეთ ქცევის წესები. გავაცანი მათ გეგმის მომდევნო თემა: „რატომ უნდა ვისწავლოთ რუსული ენა“, რომ ჰქონდეთ მზაობა. მათ მიეცათ დავალება ინტერნეტსივრცესა თუ წიგნებში მოიძიონ შესაბამისი მასალები შემდგომი მეცადინეობის საინტერესოდ წარმართვის მიზნით.


წრის სამუშაო გეგმა



                                                ქობულეთის N1 საჯარო სკოლა
                              რუსული ენის წრის  «Любители русского языка»  პროგრამა
მისია-ჰარმონიულად განვითარებული და კეთილშობილი პიროვნების აღზრდა

მიზანი: 1.აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების    განვითა
                 რება;
                2.რუსული ენისადმი, როგორც სასწავლო საგნისადმი ინტერესის გაღვივება, თვალ-
                   საწიერის გაფართოება;
  3.ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება;
   4.კრიტიკული აზროვნების განვითარება
შედეგები: 1. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს  მოსწავლეთა ორგანიზაციული  მუშაობის ,
                  შემოქმედებითი  უნარებისა და  შესაძლებლობების გამოვლენას, პროფესიულ ორიენ- 
                    ტაციას;
გილოცავთ ბავშვებო!...

თქვენ გახდით რუსული ენის წრე  «Любители русского языка»  წევრები. 
წარმატებები თქვენს შემდგომ საქმიანობაში!...



1.გოგიტიძე ეკა                                    
2.თავდგირიძე ანჟელა                      
3.კვირკველია ვალერი                       
4.სარიშვილი მარიამ                           
 5.ჭანჭალეიშვილი ელენე                 
6. წილოსანი ეკა                    
7.მავროპულო ელენე                  
8.გაბაიძე ანანო
9.ბერიძე ლიტისია
10.გუგუნავა ემა
11. ბერიზე ლიკა
12.ფედოსეევა ვიკა
13. ვერულიძე მარი
14.ბერიძე ლიზი
რუსული ენის წრე  «Любители русского языка»  
მოსალოდნელი შედეგები:  
უცხ.ს. II.1. სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე;
უცხ.ს. II.2.ასრულებს სავარჯიშოებს
უცხ.ს.II.6.2.მოსწავლე ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით
უცხ.ს.II.7. 1.გარკვევით და გამართულად კითხულობს ნაცნობ ტექსტს;
უცხ.ს.II.7.2.თანაკლასელებთან ერთად ხმამაღლა და გამომსახველობით კითხულობს ნაცნობ დიალოგს/სკეტჩს, იცავს შესაბამის ინტონაციას.
უცხ.ს.II.13.1 მოსწავლე ამოიცნობს პერსონაჟებს;
რუსული ენის წრე  «Любители русского языка»  

წრის დახასიათება: მხოლოდ გაკვეთილზე შეუძლებელია უჩვენო ბავშვებს რუსული ენის სიმდიდრე, სრულად აზიარო რუსულ კულტურას, რუსული სიტყვის მადლს, ხარისხიანად დახვეწო მეტყველება. აღნიშნული წრე არის გაკვეთილის გაგრძელება, მისი დანამატი, სადაც მოსწავლეები  შეისწავლიან რუსულ ენას, გაიღრმავებენ ცოდნას, განივითარებენ დღევანდელობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, იმოგზაურებენ რუსული ენის სამყაროში, გაიუმჯობესებენ მეტყველებას, მხატვრული კითხვის უნარებს, მასწავლებლის მითითებით შეძლებენ  სამუშაოს ორგანიზებას, ურთიერთთანამშრომლობას.
რუსული ენის წრე  «Любители русского языка»   აცხადებს წრეში მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაციას. წრეში მიიღებიან VI-VII კლასის მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ ეტაპს. რეგისტრაციის მსურველებმა მიმართეთ წრის ხელმძღვანელს ნანი გეგიძეს 01,02,2018-მდე.

გისურვებთ წარმატებებს!...
სსიპ ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის VI-VII  კლასების მოსწავლეთათვის 2018 წლის 2 თებერბლიდან  ფუნქციონირებას იწყებს რუსული ენის წრე «Любители русского языка».